ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ოპოზიციონერებს მოუწოდებს, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და დაერმოჩილონ კანონს.
“კანონის მიერ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, მე მგონი, ამაში ყველანი ვთანხმდებით. ყველას მოვუწოდებ, დაემორჩილოს კანონს. ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომ ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, ნიკა მელიასთვის იქნება ძალინ მძიმე და ნიკა მელიას შემიძლია ვუთხრა, ნუ ეშინია, მივიდეს სასამართლოზე და სასამართლო გადაწყვეტილება რაც იქნება იმას დაემორჩილოს”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე მსჯელობს.