ყველა პროცესი დღეს დევს ხელის გულზე, თავად მოიძიეთ ყველა ინფორმაცია, არაფერი არ არის დამალული და მიჩქმალული. ნუ გამოაყენებინებთ თავს უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანება და თქვენი მომავლის ხელში ჩაგდებაა. მე აქვე გულწრფელად მინდა ვუთხრა ყველას, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ხალხის ინტერესს და არავის მისცემს უფლებას ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ იმისთვის, რომ აქ გაჩაღდეს მეორე ფრონტი.

განაცხადა  თბილისის მერმა კახა კალაძემ.