„გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს, იციან რა რომ ძალაუფლება გაყალბებული და მიტაცებული არჩევნებით ჩაიგდეს ხელში, იყურებიან კუნთებზე და მუდმივად ოპონენტების გაჩუმებას, ციხეებში ჩაყრას და იზოლაციას ცდილობენ. ეს არის მათი ბრძოლის ინსტრუმენტი და იარაღი. ეშინიათ, რადგან იციან საზოგადოების განწყობა მათ მიმართ, ხოლო შიშის გასანეიტრალებლად ყველა აქტივისტი და ოპონენტის ციხეში ჩაკეტვას ცდილობენ, რადგან ის შედეგი არ დადგეს, რაც რეალურად ქართველ ხალხს სურს“,

განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას.