“მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს “- არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავოს სისხლისღვრისა და ძალადობრივი დარბევებისგან.
“რადგანაც დღის მანძილზე სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება, გვინდა, პირველ რიგში, მოვუწოდოთ ხელისუფლებას თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან, ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყვეალაფერი, რომ აღდგეს დიალოგი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცველებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს, ნუ იზამთ ისე, რომ გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება იყოს დარღვეული. ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში და სცადონ, რომ ეს დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს. რათა დავუბრუნდეთ დემოკრატიის იმ ჩანასახებს, რომელიც ბოლო წლებში იქმნებოდა ქვეყანაში”, – განაცხადა “ღია საზოგადოების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა.