დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში ინდური შტამის დადასტურებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ დაპანიკდება.
მისი თქმით, ავტორიზებული ვაქცინები ინდურ შტამს ფარავს.
“ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით, იმიტომ რომ კოვიდპანდემიის პერიოდში კორონავირუსმა ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა. მათ შორის იყო ძალიან მსუბუქი მუტაციები და არის მუტაციები, რომელსაც მეტი ყურადღება ექცევა – ბრაზიულიური, სამხრეთ აფრიკული, ბრიტანული, ინდური და კიდევ არის რამდენიმე.
ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლების და ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ისინი ფარავენ იმ შტამებს, რომელიც ცირკულირებს მსოფლიოში, მათ შორის, სინოფარმი. არის კვლევები სინოფარმზე, სინოვაკზეც, მოდერნაზეც, ფაიზერზეც… ისინი ფარავენ ინდურ შტამს”,– ამბობს ამირან გამყრელიძე.
მანვე აღნიშნა, რომ ინდური შტამი შედარებით სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებში.