წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქე, ტელეწამყვანი და ტელეარხ «Матч ТВ»–ს ყოფილი გენერალური პროდიუსერი, ამჟამად კი ჰოლდინგ გაზპრომ–მედიას გენერალური დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი რუსეთ–უკრაინას შორის შესაძლო ომზე მედიის ინფორმაციას საკუთარ ტელეგრამ არხზე კომენტარით ეხმაურება:
“ ომზე იაფფასიანი ფეიკებისგან შეთითხნილი ახალი ამბების კითხვისას გაიხსენეთ ბრძენი ადამიანის სიტყვები : “ნუ ეკამათებით იდიოტებს. ისინი საკუთარ დონეზე დაგიყვანენ და მერე გამოცდილებით მოგიგებენ.“ მარკ ტვენი საუკეთესო დღეს გისურვებთ“ – დაწერა თინა კანდელაკმა.