ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე ეხმიანება ტვ იმედის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც ნიკა მელია მხარდამჭერებს ესაუბრება.
ხერხეულიძე საზოგადოებას მოუწოდებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს არ ენდონ.
“ფარულ მიყურადებას და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს ნუ ენდობით, თორემ ყოველთვის თქვენი ეჭვების გასამართლებლად არ იმუშავებს “იმედისადმი” ნდობა. უკანასკნელი არ იქნება ის, რაც მოგვასმენინეს და თუ მსგავსი მცდელობა მომხმარებელში ეფექტიან კვალს დატოვებს, გაგრძელებაც მათი ინტერესის გათვალისწინებით ექნება. შედეგიც მათ სასარგებლოდ დადგება. ჩვენთვის მხოლოდ ეპიზოდურ “ეგოს გამარჯვებებს” მოიტანს და მიზანი ისევ მარცხნივ დარჩება”,- წერს ხერხეულიძე.
ცნობისთვის, აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყვია ნიკა მელიას. მისი თქმით, ჩანაწერში გამოთქმულ პოზიციებს საჯაროდაც აფიქსირებს. ენმ-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას.