“არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს, საერთოდ, ვთვლი, რომ პროტესტი არის დესტრუქცია, მე მოვუწოდებ ზოგადად საზოგადოებას, რომ არ მიმართონ არანაირი პროტესტის ფორმას, და ამას, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ. ნუ ეძებთ ნურანაირ ინტრიგებს, იმიტომ, რომ ის უბრალოდ არ არსებობს”

ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე კითხვას, რატომ არ დაესწრო მთავრობის დღევანდელ სხდომას.