ნუ იფიქრებთ რომ თქვენი სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს, 6 თვის შემდეგაც გვერდით მოვლენებს ვებრძვი- თინა ხიდაშელი

“ნუ იფიქრებთ რომ სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს, ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება”- ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს. თინა ხიდაშელს კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ დაუდასტურდა, თუმცა  მან ახალი  დატოვებულ ჯანმრთელობის პრობლემებს დღემდე ებრძვის.

“ახლა როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ, რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს, ყველას, ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გეშინიათ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ

ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის;

ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე;

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი” – წერს ხიდაშელი.