„ნუ მაიმედებთ, მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილები მაინც ამოიყვანოთ“ – აცხადებს “მთის ამბებთან” შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მისი ოჯახის ცხრა წევრს ამ დრომდე ეძებს.
„ ყველამ ვიცით, რამხელა თოვლი მოდის შოვში, ყველამ ვიცით, რომ ყველა გაზაფხულზე უნდა ახვიდე და ის ტერიტორია, საიდანაც ასეთი შემთხვევა მოხდა, შეამოწმო თავიდან. იქნებ კიდევ გუბდება რაღაც.გაუშვი კომპეტენტური ადამიანები, ბიძაშვილები და მამიდაშვილები კი არა, ვერაფერს რომ ვერ იგებენ, სპეციალისტები, ვინც შეისწავლის რა ხდება, რომ ვიცოდეთ, შესაძლებელია თუ არა ვთქვათ იმ წელს კოტეჯებში დარჩენა.როგორც ჩანს, ამ სამი წლის მანძილზე რაღაც დაგროვდა, ამიტომ უნდა გამოკვლეულიყო ეს ტერიტორია. ხომ შეიძლება ყოველწლიურად მოხდეს ამის შესწავლა, რომ ასეთი მსხვერპლი არ იყოს და ასე არ ჩაგვეხოცოს ხალხი.მეც ავდივარ მდინარის სათავეებში, მაგრამ არ მაქვს ამდენი კომპეტენცია, გარედან ვერაფერს ვატყობ, თვალით ვერ შეამჩნევ. ჯინჭვისშიც თუ ასეთი რაღაც მოხდა და ღვარცოფების საშიშროება იყო, უნდა შეემოწმებინათ.[…] ყველაფერი ლაფშია და ლაფი არსად ტოვებს ჰაერს. შესაბამისად, ნუ მაიმედებთ, უბრალოდ მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილი ადამიანები მაინც ამოიყვანოთ, ისეთი დასახიჩრებულები მაინც არა, როგორც ეს ფოტოზე ვნახე“ – ამბობს მარიტა.