“აქ რომ არის მოსული ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც პრემიერი ჰქვია ჩვენი ქვეყნის, ბრიუსელში გრძელი სია რომ გადასცეს და ნუ მაიძულებთ , რომ გამოვაქვეყნო ეს სია. მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, თავად გამოაქვეყნეთ. იმ გრძელ სიაში გვარამიას დაპატიმრება, რომელიც მოხდა იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩახვედით ბრიუსელში, არის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოჩენილი”
ასე მიმართა, პარლამენტში, “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. სამადაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოაქვეყნოს ის სია, რომელიც ბრიუსელიდან გამოატანეს.