ნუ შეგეშინდებათ ხმის ისე მიცემა, როგორც მართლა გჯერათ – სააკაშვილი ”ოცნების” აქციაზე მისულებს

“ნუ შეგეშინდებათ ხმის ისე მიცემა, როგორც მართლა გჯერათ”- წერს ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში ქართული ოცნების აქციის მონაწილეებზე.

“მე მინდა ვუთხრა გუშინ ქართული ოცნების პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს, მე კარგად ვნახე, თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფებით. ნუ შეგეშინდებათ ხმის ისე მიცემა, როგორც მართლა ფიქრობთ და გჯერათ.

არსებობს ბევრი მეთოდი იმისა, რომ ვერ გაგვაკონტროლონ და მთავარი – საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ძალიან მოკლე ხანში გარდაუვალია, სამსახურს არც ერთი თქვენგანი არ დაკარგავს. მე გაძლევთ ამის პირობას!”- წერს სააკაშვილი.