“ჩვენ გვინდა შური ვიძიოთ? ვერ გავარკვიეთ. ნუ შიმშილობს მერე, ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია იქაც. რას აპროტესტებს? რატომ ჯიუტობს და რატომ შიმშილობს? უბრალოდ ვკითხოთ მის ადვოკატებს ან თავად მას ადვოკატების მეშვეობით, რა მიზანი აქვს მის შიმშილობას? ჩვენ ეს ვერ გავარკვიეთ, პოლიტიკურ ნაწილს ვგულისხმობ რასაკვირველია. გვახსოვს ძალიან ბევრი მანიფესტაცია, მიტინგი, პროტესტი. შიმშილობაც პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ ამ პროტესტს რაღაც მიზანი აქვს, მაგალითად, კონკრეტული პირის თანამდებობიდან გადადგომა ან მოთხოვნა რაღაცის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვიცით, რატომაც აქვს პროტესტის ეს ფორმა 30 ოქტომბრამდე, სურს რაღაცნაირად საზოგადოებაში მუხტი აწიოს, სხვა რაიმე მიზანი ამას არ გააჩნია. ეს არის მისი ალოგიკური ქმედება. პოლიტიკურად ეს არის მისი არასწორი, არაადეკვატური, გაუგებარი ნაბიჯი. რაც შეეხება სამედიცინო ნაწილს, გამონაკლისიც კი დაიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, სადაც სამედიცინო პერსონალია ჩართული და მუდმივ მონიტორინგს ატარებენ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით”
განაცხადა ოცნების დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.