ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს – თალაკვაძე სუსის დოკუმენტზე

ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს  – ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ დოკუმენტებს, რომელიც სუს-ის ანგარიშებს ასახავს. თალაკვაძე გავრცელებულ ინფორმაციას “მორიდ ფეიკ ნიუსს” უწოდებს.

“ჩემთვის ეს არის მორიგი ფეიკ ნიუსი და განსაკუთრებით, გავრცელებული იმ არხისგან, იმ ე.წ მედიამენეჯერისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციური პარტიის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ გახსოვთ – ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-სა და ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის. დღესაც გასაკვირი არ არის, რომ ზუსტად საარჩევნო პერიოდში და ზუსტად პოლიტიკური მიზნებით, ის ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ. რაც ვნახეთ, ეს გახლავთ მორიგი ფეიკ ნიუსი, განსაკუთრებით ნიკა გვარამიასგან, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. სინამდვილეში ეს ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს, ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ.ნ-ს ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე”. –  აცხადებს თალაკვაძე.