თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქართულ ოცნებას შეუძლია 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგოს.
“ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ ყველა რაიონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ბევრ ადამიანს შევხვდით და ის განწყობები, რაცაა ჩვენი გუნდის მიმართ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში, ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურების გარეშე”,- თქვა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ოცნებას კოალიცია არ დასჭირდება.
“კოალიციის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არაა, არ იქნება ამის აუცილებლობა, რადგან იმხელა მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას. კოალიციური მთავრობა იქმნება თუ 40%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, დღეს ამის აუცილებლობა არ დგას”,- თქვა კალაძემ.