ოდესის პოლიციამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საქველმოქმედო ფონდის დირექტორი დააპატიმრა, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდდა. პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით დაკავებული აორგანიზებდა ე.წ. “ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის“ მუშაობას, რომლის დახმარებით სამხედრო დანიშნულების ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდდა, მათ შორის კვების პროდუქტებს, ტანსაცმელს, მედიკამენტებს,ტაქტიკურ სათვალეებს, რაციებს, ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებსაც კი, რომლებიც სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი.
ცენტრი ოდესის საქველმოქმედო ფონდის ბაზაზე შეიქმნა. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ დირექტორი ეძებდა ჰუმანიტარული დახმარების მომწოდებლებს ევროკავშირიდან, ასევე იღებდა დახმარებას უკრაინის მოქალაქეებისგან.
ფონდის დირექტორი მორიგი გარიგების დროს დაიჭირეს, როცა ის ცდილობდა სამხედრო დანიშნულების საქონლის გაყიდვას ცდილობდა 500 ათასი გრივნის ღირებულებით.
ოდესის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.