ოდესაში 600-ზე მეტმა რუსმა ბრძოლაზე უარი თქვა – ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროს აღიარება

ტყვედ ჩავარდნილი კიდევ ერთი რუსი სამხედრო კრემლის პროპაგანდისტულ და დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე საუბრობს. ის ცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ჯარისკაცები მოატყუეს. მისი თქმით, ოდესაში 600-ზე მეტმა რუსმა სამხედრომ ბრძოლაზე უარი მას შემდეგ თქვა რაც მიხვდნენ, რომ ნასროლი რაკეტები არასამხედრო, არამედ დასახლებული პუნქტის მიმართულებით მიფრინავდა.

“წვრთნების დასრულების შემდეგ ფრონტის ხაზზე გადმოგვისროლეს. არც კი დაინტერესებულან გვინდოდა თუ არა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა. ამ დროის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა ანტიუკრაინული პროპაგანდა. რამდენიმე დასახლებული პუნქტი გადავკვეთეთ, მათ შორის კახოვკაც, სადაც პირველი დაპირისპირება მოხდა და ჩვენც ჩავბარდით. დაბრუნების სურვილიც მქონდა, თუმცა უკან მომავალი შენაერთები დაბრუნებულ  ადამიანებს დეზერტირობის გამო კლავდნენ. რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნება მინდა.

ახლა ვხვდები რა უბედურებაშიც გამხვია ჩემმა სამსახურმა, არმიამ. მომატყუეს და უკრაინაში ხორცის ნაჭერივით გადმოგვაგდეს. ტელეფონი წაგვართვეს, ინფორმაციას ვერ ვიღებდით. სანამ იარაღს დავყრიდით აშკარად ვხედავდი, რომ რუსეთის მხრიდან ნასროლი რაკეტები არასამხედრო, არამედ დასახლებული პუნქტის მიმართულებით მიფრინავდა. ოდესაში 600-მა რუსმა სამხედრომ ბრძოლაზე უარი თქვა, მიხვდნენ, რაც ხდებოდა და გემიდან ხმელეთზე არ გადმოვიდნენ”, – ამბობს რუსი ჯარისკაცი.