უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოაგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით ოდესის ოლქში ღამით განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქეთა რაოდენობა 18–მდე გაიზარდა. აქედან ორი ბავშვია. კიდევ 30 ადამიანი დაჭრილია.
ერთმა რუსულმა რაკეტამ ნაწილობრივ დაანგრია 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ოდესის ოლქის ბელგოროდ–დნესტრის რაიონში. ორი რაკეტა კი დასასვენებელ ბაზებს მოხვდა.
უკრაინული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ სამი Х-22 რაკეტით სამოქალაქო ობიექტები Ту-22 –ის ბომბდამშენებიდან შავი ღის მხრიდან დაბომბა.