პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც თქვა, რომ “ყველაზე სამწუხარო სანახავი ისინი არიან, ვისაც ვითომ ვადამდელი არჩევნები უნდათ, სინამდვილეში კი – ყველაფერი, ოღონდ ვადამდელი არა”.
ხვიჩიას შეფასებით, “როცა რაღაცას რაღაც მომენტამდე ვერ ამტკიცებ, რაც არ უნდა თქვა, არავინ დაგიჯერებს”. ის ფიქრობს, რომ ოდესმე დადასტურდება ქართული ოცნების და ენმ-ს “შეთამაშების ფაქტი”.
“არ გაქვს მტკიცებულება და მხოლოდ ვერსიად შეგიძლია განიხილო, ან ფსონი დადო.
მილიონ ქართულ დოლარს (გირჩის სამეფოს ვალუტა) დავდებდი იმაზე, რომ ოდესმე დადასტურდება ქოცების და ნაცების შეთამაშების ფაქტი და ის რომ მიშა ბიძინას ფულებით გულაობდა ამდენი წელი კიევში, ხოლო ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, უბრალოდ კარგად შესრულებული წარმოდგენა იყო. იფიქრეთ ამაზე”,– წერს იაგო ხვიჩია.