ოზურგეთში არასრულწლოვანი დაჭრეს

ოზურგეთში არასრულწლოვანი დაჭრეს. ვარაუდობენ, რომ ბიჭის მეგობარმა იარაღიდან შემთხვევით გაისროლა.

შსს-ში აცხადებენ, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.