ოზურგეთში, შემოქმედის დედათა მონასტერში ცეცხლი გაჩნდა

ოზურგეთში, შემოქამედის ეპარქიაში, რეზიდენაციაში არსებული დედათა მონასტრის კელიები დაიწვა. ცეცხლი მონაზონთა საცხოვრებელში, დაახლოებით, დილის 6 საათზე გაჩნდა, როცა მონაზვნები იქვე რეზიდენციის ეზოში არსებულს ეკლესიაში იმყოფებოდნენ.  ხანძრის შედეგად საცხოვრებლის მეორე სართული განადგურდა, დაიწვა პირადი ნივთებიც.

“დილით ადრე, დედები ცისკრის მსახურებაზე იყვნენ გადასული, როცა გადმდიოდნენ საცხოვრებელ კერიებში დაინახეს ცეცხლი, სავარაუდოდ, ძველი ელექტროგაყვანილობის ბრალი იყო, დროულად მოხდა დაკავშირება სახანძრო სამსახურთან და მალევე ჩააქრეს. დაზიანდა მეორე სართული მთლიანად, პირველი სართული გადარჩენილია, შენობაში არავინ არ იყო, უბრალოდ, პირადი ნივთები განადგურდა”, – ამბობს მამა დავითი “მთავარ არხთან” .