აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. ინფორმაციას ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს და ასევე აცხადებს, რომ ინფორმაცია მათ უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურა. თუმცა ფარცხალაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ეს ინფორმაცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიაწოდა.
მდინარაძემ თქვა, რომ ფარცხალაძე გამოძიების დაწყების დღესვე დაიბარეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცხადდა.
მანამდე მდინარაძე ამბობდა, რომ გაუგებარი იყო რის საფუძველზე უნდა დაებარებინათ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ არსებობდა.
“მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, თქვენ თუ შეგიძლიათ გამახსენოთ მტკიცებულება რა იყო მის ბრალდებასთან დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და მეც ვიკითხავ, როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით რატომ არ იბარებენ, თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, კითხვაც კი რა უნდა დაუსვან შეიძლება ამაზეც პოზიცია არ არსებობდეს საგამოძიებო უწყებაში, ეს მხოლოდ ვარაუდია”, – ამბობდა მდინარაძე მანამდე.
ამ დროისთვის სხვა დეტალები არ კონკრეტდება.
აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.