ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
სამართალდმაცავებმა ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას პირადი ჩხრეკისას 1 აბი “სუბოქსინი” აღმოუჩინეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.