ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ირპენში 290 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

A view shows a residential building destroyed by recent shelling, as Russia's invasion of Ukraine continues, in the city of Irpin in the Kyiv region, Ukraine March 2, 2022. REUTERS/Serhii Nuzhnenko

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ირპენში სულ მცირე, 290 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ირპენის მერი, ალექსანდრე მარკუშინი ავრცელებს.

ალექსანდრე მარუშკინის თქმით, დაღუპულთაგან 185 ადამიანი იდენტიფიცირებულია.  მერის თქმით, სულ მცირე, 5 ადამიანი შიმშილითა და ტვინის დაზიანებებით არის გარდაცვლილი.  ხოლო 5 მშვიდობიანი მოქალაქე ბავშვთა განვითარების ცენტრის შენობაში ოკუპანტებმა დახვრიტეს.