ოკუპანტების გაშვებული 48 დრონიდან 41 გავანადგურეთ – უკრაინა

ირანული დრონის Shahed -136-ის ნამსხვრევები ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მახლობლად იპოვეს.

გასულ  ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 48 დრონით შეუტიეს, მათგან 41 კი უკრაინამ გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და საჰაერო ძალები ავრცელებენ.

“სულ Shahed-136/131-ის ტიპის 48 დრონი გაუშვეს [მანამდე გენშტაბის გავრცელებული ინფორმაციით, 50 დრონი გაუშვეს]. საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა მტრის 41 უპილოტო საფრენი აპარატი”. – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.