ოკუპანტების გაშვებული Shahed-ის ტიპის 44 დრონიდან 34 გავანადგურეთ – უკრაინა

ოკუპანტები მძინე უკრაინას თავს დაესხნენ, გამოიყენეს 30-ზე მეტი ირანული დრონი. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესმდივანი ნატალია გუმენიუკი ავრცელებს.

“2023 წლის 28 სექტემბრის ღამით რუსმა ოკუპანტებმა Shahed-136/131-ის ტიპის 44 დრონით იერიში სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიიტანეს. საჰაერო ძალებმა თავდაცვის ძალების საზენიტო თავდაცვასთან თანამშრომლობით გაანადგურეს Shahed-ის ტიპის 34 დრონი”. – ნათქვამი მათ განცხადებაში.