ოკუპანტების დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – 32 500 სამხედრო
  • ტანკები – 1 434
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები – 3 503
  • საარტილერიო სისტემები – 721
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 229
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 97
  • თვითმფრინავი –  213
  • ვერტმფრენები – 179
  • გემები / ნავები – 13
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 588
  • სპეციალური აღჭურვილობა – 54