”დასავლურმა არტილერიამ, იარაღმა, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, მძლავრად დაიწყო მუშაობა. მისი სიზუსტე ისეთია, როგორიც საჭიროა. ჩვენი დამცველები საგრძნობ დარტყმებს აყენებენ ოკუპანტების ლოჯისტიკისთვის მნიშვნელოვან საწყობებსა და სხვა ადგილებს და ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს. ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირას მხოლოდ გაიზრდება. უკრაინული ძალები ამჟამად წინ მიიწევენ რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით, კერძოდ, სამხრეთით ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენ მიწას, უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია იქნება უკრაინული”
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.