ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 238 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა

რუსი ოკუპამტების თავდასხმებს უკრაინაში უკვე 238 ბავშვი ემსხვერპლა, 433-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 149, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 104, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 50, ხერსონის ოლქში – 49, ნიკოლაევის ოლქში – 45, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15.