ოკუპანტების მიერ დაკავებული 3 მოქალაქიდან, 1 გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავებული 3 საქართველოს მოქალაქიდან 1 გაათავისუფლეს. გათავისუფლებული პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლახანს გადმოიყვანა. მას სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

ერგნეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 3 მოქალაქე დააკავეს – სუს