ოკუპანტების მიერ, საევაკუაციო კოლონების დაბომბვას 33 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინის ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული, ანალიტიკური მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოლექსი სერგეევი აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ, საევაკუაციო კოლონების დაბომბვას 33 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ მან, 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

“ევაკუაციის დროს მოხდა ოკუპანტის მიერ საევაკუაციო კოლონებისთვის ცეცხლის გახსნა და დაბომბვა. ამ ხნის განმავლობაში უკვე აღძრულია 74 სისხლის სამართლის საქმე. სამოქალაქო კოლონების 45 დაბომბვის შედეგად დაიღუპა 33 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვი”, – განაცხადა სერგეევმა.