ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 37 470;
ტანკი – 1 649;
ჯავშანტექნიკა – 3 829;
საარტილერიო სისტემა – 838;
სარაკეტო სისტემა – 247;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109;
თვითმფრინავები – 217;
ვერტმფრენი -188;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 676;
საკრუიზო რაკეტები – 155;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 699;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 66.