ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 მაისამდე პერიოდს.

უწყების ცნობით, ოკუპანტმა ომის დაწყებიდან 84 დღეში დაკარგა:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 28 300;
  • ტანკი – 1 251;
  • ჯავშანტექნიკა – 3 043;
  • საარტილერიო სისტემა – 586;
  • სარაკეტო სისტემა – 199;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 91;
  • თვითმფრინავები – 202;
  • ვერტმფრენი – 167;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 137;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 441;
  • გემი/ნავი/კატარღა – 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 43;
  • ​საკრუიზო რაკეტები – 102.