უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 20 მაისამდე პერიოდს.
უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 86 დღეში ოკუპანტებმა დაკარგეს:
ჯარისკაცი – დაახლოებით 28 700;
ტანკი – 1 263;
ჯავშანტექნიკა – 3 090;
საარტილერიო სისტემა – 596;
სარაკეტო სისტემა – 200;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93;
თვითმფრინავები – 204;
ვერტმფრენი – 168;
სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 162;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 460;
გემი/ნავი/კატარღა – 13;
სპეციალური აღჭურვილობა – 43;
საკრუიზო რაკეტები – 103.