უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტმა ომის დაწყებიდან 91 დღეში დაკარგა:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 29 450;
- ტანკი – 1 305;
- ჯავშანტექნიკა – 3 213;
- საარტილერიო სისტემა – 606;
- სარაკეტო სისტემა – 201;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93;
- თვითმფრინავები – 206;
- ვერტმფრენი – 170;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 491;
- საკრუიზო რაკეტები – 112;
- სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 217;
- გემი/ნავი/კატარღა – 13;
- სპეციალური აღჭურვილობა – 44.