ოკუპანტების ტყვეობაში 700 უკრაინელი სამხედრო და 1000-მდე სამოქალაქო პირია – ვერეშჩუკი

“ოკუპანტების ტყვეობაში 700 უკრაინელი სამხედრო და 1000-მდე სამოქალაქო პირია “- აცხადებს, უკრაინის ვიცე პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი. ვერეშჩუკი ასევე აღნიშნავს, რომ ტყვე სამოქალაქო პირების ნახევარი ქალია.

“მათ 1000-მდე ადამიანი გაიტაცეს. მათი ნახევარი ქალია. მე კიდევ და კიდევ გავიმეორებ, იქნებ რუსეთმაც გაიგოს – ჩვენ სამხედროებს სამოქალაქო პირებში არ გავცვლით. ეს ჟენევის კონვენციით არის აკრძალული. ჩვენ ვითხოვთ მათ უპირობოდ გათავისუფლებას და უკრაინული მხარისთვის გადმოცემას. ჩვენ  გვყავს 700-მდე რუსი ტყვე. ამდენივე ჰყავთ მათაც”. – თქვა ირინა ვერეშჩუკმა.