ოკუპანტები დონეცკში, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევას ახორციელებენ – უკრაინის გენშტაბი

რუსული სამხედრო ძალები დონეცკის მიმართულებით, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევაზე არიან. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“მტრის შეტევა კონცენტრირებულია სევეროდონეცკის მიმართულებით, ისინი ახორციელებენ ინტენსიურ საცეცხლე შეტევას ჩვენს ჯარებზე, რათა შექმნან პირობები სლავიანსკზე შეტევის განვითარებისთვის”. – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.