ოკუპანტები კონტრშეტევების შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ – უკრაინის გენშტაბი

ოკუპანტები ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევების შესაჩერებლად ხიდებს აფეთქებენ. ამის შესახებ ინფორმაციას,უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

ხარკოვის აღმოსავლეთი, ცირკუნისა და რუსკი ტიშკის ტერიტორიაზე, “ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საგზაო ხიდი, რათა შეანელონ თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებები”.