ოკუპანტები მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას უწყვეტად უტევენ – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიახილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
“მართლმადიდებლური აღდგომა 2022 – მაგრამ ახალ რუსეთის ფედერაცია უწყვეტად უტევს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას. ადგილს, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები იმყოფებიან, თავს ესხმიან ბომბებით და არტილერიით. რუსეთი იკრებს ძალებსა და აღჭურვილობას თავდასხმისთვის”. – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.