ოკუპანტები ხიდის აფეთქებას ცდილობენ რომელიც “აზოვსტალიდან” ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა – მარიუპოლის მერის მრჩეველი

ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, მდებარე “აზოვსტალის” ქარხნისთვის ბრძოლა გრძელდება.  მას შემდეგ რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, ოკუპანტებმა ქარხანაზე შტურმი განაახლეს. ამის შესახებ, მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ „ტელეგრამში“ განაცხადა. მისი თქმით,

„როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. კერძოდ, ისინი შეეცადნენ ხიდის გავლით გარღვევას, რომელიც ევაკუაციის კარიბჭე იყო, თუმცა წარუმატებლად”, – აღნიშნა პეტრო ანდრიუშჩენკომ.