ოკუპანტები 9 მაისს მარიუპოლში სამხედრო აღლუმის და საზეიმო ღონისძიებების გამართვას აპირებენ–დაზვერვა

რუსეთი 9 მაისის აღლუმის ჩატარებას დანგრეულ მარიუპოლში აპირებს. ამისათვის ქალაქში უკვე ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს.

მათი ინფორმაციით, კირიენკო პასუხისმგებელია დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მისი მთავარი ამოცანა მარიუპოლში “საზეიმო ღონისძიებების“ მომზადებაა 9 მაისისთვის. რუსეთმა უარი თქვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე უკუპირებულ დონეცკში და არჩევანი მარიუპოლზე შეაჩერა, რომელიც 9 მაისს ზეიმის ეპიცენტრი უნდა გახდეს. ამ მიზნით ქალაქის ცენტრს სასწრაფო წესით ასუფთავებენ ნანგრევებისგან, გააქვთ ადამიანების ცხედრები, ასევე აუფეთქებელი საბრძოლო მასალები.

ამ მიზნებისთვის რუსმა ოკუპანტებმა მაშტაბური პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს, რომლის დროსაც რუსებს აჩვენებენ სიუჟეტებს, როგორი “სიხარულით“ ხვდებიან მარიუპოლის მაცხოვრებლები რუს ოკუპანტებს. სწორად ამისათვის ჩავიდა აზოვისპირა ქალაქში რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი და პრორუსი ბოევიკების მეთაური დენის პუშილინი.