რუსმა ოკუპანტებმა ავიაიერიში განახორციელეს სვიატოგირსკის ლავრაზე, სადაც 520 დევნილი, მათ შორის 200 ბავშვი თავს აფარებდა. დაბომბვა 12 მარტის 22:00 საათზე დაიწყო.
Unian-ის ცნობით, ბომბი ლავრადან 50 მეტრში ჩამოვარდა, რამაც მონასტრის ფანჯრები და კარები დააზიანა.
დაიჭრა ათობით ადამიანი, ისინი სვიატგორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა.
სვიატგორსკში სულ 10 ათასი ადამიანი იქცა დევნილად.