ოკუპანტებმა აზოვსტალზე შტურმი დაიწყეს – ისინი ქარხანაში შეჭრას ცდილობენ

რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს შტურმი აზოვსტალის ქარხანაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები რჩებიან. ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარიმ განაცხადა.

პალამარის ცნობით, დამპყრობლები ქარხანაში შეჭრას სწორედ ახლა ცდილობენ. მისი თქმით, თავდასხმამდე ქარხანა რუსულმა ავიაციამ დაბომბა.

“მთელი ღამის განმავლობაში გვაბომბავდნენ, დაიღუპა ორი სამოქალაქო ქალი, ახლა კი აზოვსტალზე შტურმია”,– აღნიშნა პალამარიმ.