ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. გატაცებული 60 წელს გადაცილებული მირიან თამაზაშვილია.
ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში გაიტაცეს ის, ინფორმაცია არც სახელმწიფო უშიშროების სამსახურს აქვს. უწყება ამბობს, რომ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.