ოკუპანტებმა დონეცკის მიმართულებით შეტევა გააძლიერეს – უკრაინის გენშტაბი

რუსებმა დონეცკის მიმართულებით შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები გააძლიერეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“დონეცკის მიმართულებით მტერმა გააძლიერა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მიაყენა ზარალი ჩვენი ქვედანაყოფების სიმაგრეებს ნაღმმტყორცნებიდან, ქვემეხიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციისგან, რათა გაენადგურებინა ჩვენი კონტაქტის ხაზი”, – აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.