ოკუპანტებმა ენერგოდარის მერის პირველი მოადგილე გაიტაცეს

რუსებმა ენერგოდარის მერის პირველი მოადგილე, ივან სამოიდუკი გაიტაცეს. ამის შესახებ ქალაქის მერი, დმიტრი ორლოვი წერს.

მისი თქმით, გუშინდელი დღიდან მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ და უცნობია მისი მდგომარეობა.

„ოკუპანტებმა, რომლებსაც ქალაქის ხელისუფლებისგან არანაირი თანამშრომლობა არ მიუღიათ, პირდაპირ დანაშაულებრივ ქმედებებზე წავიდნენ. მერის პირველი მოადგილე, ივან სამოიდუკი გაიტაცეს. ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაშია. მას გუშინდელი დღიდან ვერ უკავშირდებიან. დღეს ჩვენ მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის გატაცებულია“, – დაწერა ორლოვმა.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაიწყეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ენერგოდარის მცხოვრებლებზე, რომლებიც აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან.

„ისინი აგრძელებენ იმ ენერგოდარის მცხოვრებლების ძებნას, რომელთა პრინციპულ პოზიციას ისინი საფრთხედ თვლიან”,– აღნიშნავს ენერგოდრის მერი.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს, 14:00 საათზე მივიდნენ საკრებულოს შენობასთან და გამოხატონ პროტესტი უკრაინის მოქალაქეების გატაცებასა და დატყვევებასთან დაკავშირებით.