ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში 260 სამხედრო დაკარგეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოთხ დასახლებაში 260 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.

განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, სხვადასხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობის 10-მდე ერთეული, დაზიანდა ოკუპანტების განლაგების 2 პუნქტი, ლიკვიდირებულია 260-მდე სამხედრო და არიან დაჭრილები“, – აცხადებენ უწყებაში.