ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დირექტორის მოადგილე გაიტაცეს – ენერგოატომი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილე გაიტაცეს. ინფორმაციას უკრაინის ატომური ენერგიის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომი ავრცელებს.

“რუსმა ტერორისტებმა გაიტაცეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადამიანური რესურსების გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი მარტინიუკი და ის გაურკვეველ ადგილას ჰყავთ”. – ნათქვამია განცხადებაში.