“სამწუხაროდ, რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელ კახოვკას ჰესს. ფიზიკურად შეუძლებელია მისი აფეთქება გარედან – დაბომბვით.[…]რუსეთმა ააფეთქა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი. ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში. და ამიტომ რუსეთის დამარცხება, რომელსაც ჩვენ მაინც ვუზრუნველყოფთ – იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაში თქვენთან, ჩვენს ევროპასთან და მთელ მსოფლიოში.”
ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ბუქარესტის ცხრიანის” სამიტზე ვიდეოჩართვისას, სადაც კახოვკას ჰესის აფეთქებაზე ისაუბრა.