ოკუპანტებმა ოდესის ოლქში პორტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

27 ივლისის გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ დაბომბეს. ამის შესახებ, ინფორმაციას ოდესის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

ოკუპანტებმა შავ ზღვაში მყოფი წყალქვეშა გემიდან “კალიბრის” ტიპის რაკეტები კრიტიკულად დაბალ სიმაღლეზე გაუშვეს, რამაც რაკეტების შემჩნევა ძალიან გაართულა.

“იერიშის დროს, ერთ-ერთი რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია შენობის დაცვის თანამშრომელი. დაზიანდა სატვირთო ტერმინალის სამრეწველო დანადგარი, ასევე დაცვისთვის განკუთვნილი შენობის ნაწილი”, – აცხადებს ოპერატიული სარდლობა სამხრეთი.

დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომელი იყო.